ლოკომ სტუმრად ხობის კოლხეთი დაამარცხა

ლოკომ სტუმრად ხობის კოლხეთი დაამარცხა
21/09/2024

ლოკომ სტუმრად ხობის კოლხეთი დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 25-ე ტურის შეხვედრა სტუმრად ხობის კოლხეთთან ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

 

ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-16 წუთზე ანგარიშიც გავხსენით, გოლი დენის ამოაკოს პასით რატი მჭედლიშვილმა გაიტანა.

 

მეორე ნახევარშიც ჩვენს გუნდს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და ლოკო ხობიდან 3 ქულით ბრუნდება.

 

25 ტურის შემდეგ ლოკომ ეროვნულ ლიგა 2-ში 32 ქულა დაააგროვა და არაგვთან მე-6 ადგილს იყოფს. მომდევნო შეხვედრას რევაზ გოცირიძის გაწვრთნილი გუნდი 26 სექტემბერს სტუმრად გარეჯთან ჩაატარებს.

more news