ლოკომ ტორპედოს ვერ აჯობა

ლოკომ ტორპედოს ვერ აჯობა
11/05/2019

ლოკომ ტორპედოს ვერ აჯობა

საქართველოს კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში თბილისის "ლოკომოტივი" ქუთაისის "ტორპედოს" მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე მასპინძლობდა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდა - კერძოდ მცველი ოლექსანდრ აზაცკი და მათე ცინცაძე აკლდა. დანაკლისი ჰქონდა ლოკომოტივსაც, წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო ალექსანდრე გურეშიძე მატჩს ტოვებდა, ხოლო ლუკა კიკაბიძე ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა გუნდს. 

 

სტუმრებმა შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტი დებიუტშივე შექმნეს. მასპინძლებისთვის შეხვედრის მე-10 - მე-15 წუთების მონაკვეთი ძალიან არა სასიამოვნო გამოდგა. ჯერ ლუკა შეიჭრა საჯარიმოში, მის გამჭოლ პასს კი დროულად ნოდარ ქავთარაძე დაუხვდა, ამ უკანასკნელმა მცველს დაწრებაზე აჯობა და ანგარიში გახსნა. გოლიდია 2 წუთში გიგაურის პასით ქავთარაძე ფლანგზე გაიჭრა შევიდა საჯარიმოში და ირაკლი კომახიძე მოძრაობაზე დაიჭირა, ლოკომოტივის მცველი ქავთარაძე წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.  პენალტი ბუდუ ზივზივაძემ მეორე გოლად გარდასახა, დებიუტშივე სტუმრები 0:2 დაწინაურდნენ.  ლოკომოტივს გაუჭირდა შოკიდან გამოსვა, ტორპედო აგრძელებდა ზეწოლას, პირველ ნახევარში მეტი გოლი აღარ გასულა. 

 

მეორე ნახევრის სტარტიდან ლოკო ცდილობდა თამაშის დალაგებას და მომენტების შექმნას, თუმცა ძლიერ მეტოქესთან თავისი თამაშის ჩვენება არ გამოუვიდა. ლოკომოტივის პოზიციურ შეტევებს ქუთაისელები მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ერთი ასეთი კონტრ იერიში რიჩარდ ლუკას ფლანგიდან საჯარიმოში შესვლით და კუთხეში გამოზომილი დარტყმით დასრულდა 0:3.  ლოკომოტივმა კიდევ შეუტია და პრესტიჟის გოლს დასჯერდა, მატჩის მიწურულს დავით სამურკასოვის პასით მორიგი გოლი თემურ შონიამ გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ლოკოს კიდევ ჰქონდა მომენტი, სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ მოხერხდა.  1:3 ქუთაისის ტორპედოს სასარგებლოდ. 

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, უბილავა, ჭანტურია, ძებნიაური, კომახიძე, გვალია, შონია, კირკიტაძე, დავითაშვილი, კობახიძე, ჯიქია. 

შეცვლაზე შევიდნენ: სიხარულიძე, ინჯგია, სამურკასოვი

more news