ლოკომ ვიტ ჯორჯიასთან მატჩისთვის მზადება დაასრულა

ლოკომ ვიტ ჯორჯიასთან მატჩისთვის მზადება დაასრულა
31/08/2023

ლოკომ ვიტ ჯორჯიასთან მატჩისთვის მზადება დაასრულა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი სტუმრად ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. მატჩი გლდანის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე შედგება.

 

ლოკოს უკანასკნელი ტურის შეხვედრა გათამაშების ლიდერის, გარეჯის წინააღმდეგ უამინდობის გამო შეწყდა და გადაიდო. რაც შეეხება მეტოქეს, ვიტ ჯორჯიამ 24-ე ტურში სპაერთან გასვლაზე ჩატარებული დაპირისპირება ფრედ, 2:2 დაასრულა. ჩვენმა მეტოქემ 2 ქულა 89-ე წუთზე გაშვებული გოლით დაკარგა.

 

ჩვენი გუნდი სეზონის მეორე ნახევარში კარგ ფორმაშია და 23-ე ტურშიც მიხეილ მესხი 2-ზე რევაზ გოცირიძის გუნდმა ხობის კოლხეთი 2:1 დაამარცხა. გოლების გატანა ლოკოს მხრიდან მახარობლიძემ და თურქიამ მოახერხეს.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომოტივმა და ვიტ ჯორჯიამ ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე ორჯერ ითამაშეს. პირველი წრის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ 4:1 მოიგო, ხოლო მეორე მატჩი ლოკოს გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლები კურტანიძემ, მენთეშაშვილმა და ოზბეთელაშვილმა გაიტანეს.

 

ამ მომენტისთვის ლოკო გათამაშებიც ცხრილში 19 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო ვიტ ჯორჯია 28 ქულით - მე-7-ზე. ჩვენს გუნდს ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

 

ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი ვიტ ჯორჯიასა და ლოკომოტივს შორის 2 სექტემბერს, 16:45 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა I 25-ე ტური:

 

ბოლნისის სიონი - დინამო თბილისი 2
ვიტ ჯორჯია - ლოკომოტივი
თბილისის მერანი - მარტვილის მერანი
გარეჯი - ხობის კოლხეთი
ფოთის კოლხეთი - სპაერი

more news