ლოკომ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო - ჩვენმა გუნდმა დინამო თბილისი 2 დაამარცხა
ლოკომ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო - ჩვენმა გუნდმა დინამო თბილისი 2 დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხი 2-ზე დინამო თბილისი 2 3:1 დაამარცხა.
ჩვენმა გუნდმა თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე ნიკა ჭანტურიას გატანილი გოლით დაწინაურდა. ლოკომ ამის შემდეგაც გააგრძელა მეტოქეზე ზეწოლა და 29-ე წუთზე ლუკა კეკელიძის პასით სხვაობა ორამდე გაზარდა ლაშა მენთეშაშვილმა.
მეორე ტაიმში დინამომ ანგარიშის შემცირება მოახერხა, 73-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ ანგარიში 1:2 გახადა, თუმცა მალევე, 78-ზე ბონის პასით ნიკოლოზ ბაშელეიშვლმა შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ეს ლოკოსთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ეროვნულ ლიგა 2-ში. ჩვენმა გუნდმა წინა ტურში ბოლნისის სიონი სტუმრად დაამარცხა. შედეგად, ლოკომოტივს უკვე 29 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, ხოლო მე-7 ადგილოსან ვიტ ჯორჯიასთან სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა.
მომდევნო ტურში ლოკო სტუმრად მარტვილის მერანს დაუპირისპირდება. მატჩი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს გაიმართება.
ლოკომოტივი 3:1 დინამო თბილისი 2 I ეროვნული ლიგა 2 I 29-ე ტური
გოლები: ჭანტურია (3), მენთეშაშვილი (29), წულუკიძე (73), ბაშელეიშვილი (78),
ლოკომოტივი: თანდილაშვილი, მოლაშვილი, ხინჩიაშვილი, კეკელიძე (65 მახარობლიძე), ფრენკ ჩილეშე (46 შეწირული), გაბაძე, მენთეშაშვილი (81 ზოსიაშვილი), ბაშელეიშვილი (81 ტაბატაძე), გაბისონია (58 ბონი), ჩაჩუა, ჭანტურია.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე.
დინამო თბილისი 2: ბერუაშვილი, აფციაური (53 იაკობიძე), ქოქოსაძე (58 გოცირიძე), სიხარულაშვილი, გოგოტიშვილი (58 ცეცხლაძე), გოგნაძე, იენჯოკი (46 წულუკიძე), უგრეხელიძე, ლაცაბიძე, კვერენჩხილაძე, ღურწკაია (66 ფაჩულია).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი.