ლოკომოტივი 0-4 გორის დილა. მარცხი უშუალო კონკურენტთან საგურამოში.

ლოკომოტივი 0-4 გორის დილა. მარცხი უშუალო კონკურენტთან საგურამოში.
21/10/2021

ლოკომოტივი 0-4 გორის დილა. მარცხი უშუალო კონკურენტთან საგურამოში.

20 ოქტომბერს, საგურამოში ლოკომოტივი გორის დილას შეხვდა. სატურნირო მდგომარეობა ამ მატჩს განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევდა. ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესს მატჩს, ლოკო დანაკლისით შეხვდა. თორნიკე კირკტაძე და ულად ომარ იმრანი ტრამვის გამო საკუთარ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ.

შეხვედრა სტუმრებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს, რაც ანგარიშზეც აისახა. საწყის 12 წუთში გორელემბა შეძლეს და ორ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის ასეთ განვითარებას არავინ ელოდა, მათ შორის არც ლოკომოტივის ფეხბურთელები, იგრძნობოდა დაძაბულობა და დაბნეულობა. თამაში ერთი სცენარით წარიმართა, ბრძოლა მოედნის ცენტრში, გოლები კი მხოლოდ ერთ გუნდს გაჰქონდა. საბოლოოდ 0-4, ლოკოსთვის დასახული მიზნისაკენ მიმავალი გზა გართულდა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ 6 ტურია, ლოკო კი გაჩერებას არ აპირებს.

 

ლოკომოტივი 0-4 დილა  (0-4)

 

ლოკომოტივი : სპენკელინკი, გაბაძე (ჭიაბრიშვილი), სანდოხაძე, ვადე, უბილავა, დარცმელია (კეკელიძე), შონია , დიასამიძე (კახაბრიშვილი), სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი), გავაშელიშვილი (მუკბანიანი), სიხარულიძე.

 

გაფრთხილება : სამურკასოვი.

 

მთ.მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

more news