ლოკომოტივი 3-2 საბურთალო. ტურის ცენტრალური მატჩი საგურამოში. ლოკოს გამარჯვება უშუალო კონკურენტთან.
ლოკომოტივი 3-2 საბურთალო. ტურის ცენტრალური მატჩი საგურამოში. ლოკოს გამარჯვება უშუალო კონკურენტთან.
3 ოქტომბერს, საგურამოში, ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ლოკომ უშუალო კონკურენტ, საბურთალოს უმასპინძლა. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით შეხვედრას ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი აფიშა ჰქონდა.
ორივე გუნდის ფეხბურთელებს პირველივე წუთებიდანვე ეტყობოდათ, რომ არც მოტივაციის ნაკლებობა ჰქონდათ და არც ამ შეხვედრის მნიშვნელობა იყო მათთვის უცნობი. შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო, ბევრი იყო მოედნის სხვადასხვა მონაკვეთში ბრძოლა და უხეშობა. ამ ყველაფერზე პირველ ტაიმში მატჩის მთავარი არბიტრის მიერ ნაჩვენები 5 ყვითელი ბარათიც მეტყველებს. პირველი ტაიმის დამატებულ დროში თორნიკე კირკიტაძეზე დარღვეული თამაშის წესების გამო, ბაკურ ნინუამ თერთმეტ მეტრიანი დარტყმა დანიშნა საბურთალოს კარის მიმართულებით. თერთმეტ მეტრიანი ირაკლი სიხარულიძემ უნაკლოდ შეასრულა და ლოკო შესვენებაზე მოგებული გავიდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი ბევრად უფრო დრამატული და საინტერესო გამოდგა. თემურ შონიას და მამია გავაშელიშვილის გოლებით ლოკომ 3 ბურთიანი სხვაობა მოიპოვა და ყველაფერი მშივდად მიდიოდა გამარჯვებისკენ, თუმცა შეხვედრის ბოლოს სურათი რადიკალურად შეიცვალა. საბურთალოს ლეგიონერმა დმიტრი მანდირჩენკომ სხვაობა შეამცირა, ამას ნიკა მალის მიერ გატანილი გოლი მოყვა და სიტუაცია ძალიან დაიძაბა. თუმცა ლოკომ მოახერხა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. საბოლოოდ 3-2 ლოკომოტივის გამარჯვებით.
ლოკომოტივი 3-2 საბურთალო (1-0)
ლოკომოტივი : სპენკელინკი, გაბაძე (მჭედლიშვილი), სანდოხაძე, ვადე, უბილავა, დარცმელია, შონია (ანდრონიკაშვილი), დიასამიძე (ჭიაბრიშვილი), კირკიტაძე (კახაბრიშვილი), გავაშელიშვილი (იაკობიძე), სიხარულიძე.
გოლი : 45+4' სიხარულიძე, შონია 56', გავაშელივილი 64'
გაფრთხილება : კირკიტაძე, სანდოხაძე, შონია, გაბაძე, სიხარულიძე.
მთ.მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი