ლოკომოტივი საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა

ლოკომოტივი საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა
06/02/2020

ლოკომოტივი საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა

დღეს გამთენიას, „ლოკომოტივი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, თურქეთში, ქალაქ სიდეში, საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა.

 

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ლევან კორღალიძემ თან 24 ფეხბურთელი იახლა:

 

მეკარეები: ლუკა შეროზია, რეზი ლომიძე

 

მცველები: გიორგი გაბაძე, თორნიკე კაპანაძე, ნიკა ჭანტურია, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, რატი მჭედლიშვილი, დავით უბილავა, გიორგი ჯინჯოლავა

 

ნახევარმცველები: თემურ შონია, თორნიკე ძებნიაური, ბექა დარცმელია, ლევან ჟორდანია, სანდრო შეწირული, შოთა შეყილაძე, რევაზ ინჯგია, დავით სამურკასოვი, სანდრო კობახიძე, დათო კირკიტაძე, ულად ომარ

 

თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, მამია გავაშელიშვილი, გიორგი იაკობიძე

 

ლოკო თურქეთში 20 თებერვლამდე დარჩება და საწვრთნელი პროცესის პარალელურად, ოთხ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს დანიის პირველი დივიზიონის, უკრაინისა და ლატვიის გუნდებთან. თამაშების განრიგი სრულად ასე გამოიყურება:

10 თებერვალი - ლოკომოტივი Vs კიოგე (დანია)

 

13 თებერვალი - ლოკომოტივი Vs მარიუპოლი (უკრაინა)

 

16 თებერვალი - ლოკომოტივი Vs ფრედერიცია (დანია)

 

19 თებერვალი - ლოკომოტივი Vs ტუკუმსი (ლატვია)

more news