ლოკომოტივისა და გარეჯის მატჩი სოხუმის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო
26/09/2023
ლოკომოტივისა და გარეჯის მატჩი სოხუმის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო
მიხეილ მესხი 2-ზე ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა თბილისის ლოკომოტივსა და საგარეჯოს გარეჯს შორის.
შეხვედრა სოხუმის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მე-9 წუთზე ხარებაშვილის გოლით გარეჯი წინ გავიდა. 23-ე წუთზე პაპავამ სხვაობა ორბურთიანი გახადა.
ლოკო თავისი თამაშის ჩვენებას მეორე ტაიმში შეეცადა. მე-80 წუთამდე გუნდები ანგარიშის შეცვლას ვეღარ ახერხებდნენ, ხოლო 81-ე წუთზე ცეცხლაძემ გარეჯი 3:0 დააწინაურა.
ჩვენმა გუნდმა შეხვედრაში პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა. 90+4-ე წუთზე ბაშელეიშვილმა პენალტის გატანა შეძლო და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.
ამჟამად ლოკომოტივს ეროვნულ ლიგა 2-ში 23 ქულა აქვს დაგროვებული და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.