ლოკომოტივმა სპარინგ შეხვედრაში ბოლნისის სიონი დაამარცხა

ლოკომოტივმა სპარინგ შეხვედრაში ბოლნისის სიონი დაამარცხა
02/02/2024

ლოკომოტივმა სპარინგ შეხვედრაში ბოლნისის სიონი დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივი 2024 წლის სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი ბოლნისის სიონის წინააღმდეგ ჩაატარა, შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

 

პირველი ნახევარი მეტოქემ 1:0 მოიგო. ლოკომ მეორე ტაიმში ტემპს მოუმატა და თამაშის შემოტრიალებაც შეძლო. ბოლნისის სიონის კარში გოლების გატანა ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა და ბიძინა მახარობლიძემ მოახერხეს.

 

აღსანიშნავია, რომ ლოკოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ ზამბიელი ლეგიონერები ფრენკი და ბონი. მორიგი სპარინგ მატჩი ჩვენს გუნდს 6 თებერვალს წყალტუბოს სამგურალთან აქვს დაგეგმილი.

more news