თბილისის ლოკომოტივმა ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა
01/02/2024
თბილისის ლოკომოტივმა ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის ლოკომოტივი ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს.
ჩვენს გუნდს მეკარე საბა ასანიძე თენგიზ სულქაველიძის სახელობის აკადემიიდან შემოუერთდა. ის 2008 წელს დაიბადა, არის საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების წევრი. საბასთან სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ლოკომოტივში ასევე ითამაშებს ნიკა კანტიძე, რომელიც საბურთალოდან დავიმატეთ.