ლოკოს მეტოქე საქართველოს თასის 1/16 ფინალში ცნობილია

ლოკოს მეტოქე საქართველოს თასის 1/16 ფინალში ცნობილია
06/06/2024

ლოკოს მეტოქე საქართველოს თასის 1/16 ფინალში ცნობილია

დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

 

ცნობილი გახდა, რომ თბილისის ლოკომოტივი 1/16 ფინალში ბორჯომსა და ზესტაფონს შორის გამარჯვებულს სტუმრად შეხვდება.

 

1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 20 და 21 ივლისს გაიმართება. 1/16-ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე 10 ივნისს, მესამე ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ასევე ცნობილი გახდა ლოკო 2-ის პოტენციური მეტოქეების ვინაობა 1/16-ფინალში. თუ ჩვენი გუნდი მესამე ეტაპზე მარტვილის მერანს დაამარცხებს, შემდეგ შტურმს შეხვდება.

more news