ლოკოს მნიშვნელოვანი 3 ქულა - ჩვენმა გუნდმა სიონი დაამარცხა
09/11/2024
ლოკოს მნიშვნელოვანი 3 ქულა - ჩვენმა გუნდმა სიონი დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 32-ე ტურის შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონთან გამართა და 2:1 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, 36-ე წუთზე კი ლოკო წინ დავით ბუკიას გოლით გავიდა, საგოლე გადაცემა ლაშა მენთეშაშვილის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში სიონი გააქტიურდა და 68-ე წუთზე გვიშიანმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ლოკომ კვლავ აქტიურად შეუტია. 74-ე წუთზე ჩვენი გუნდი წინ კიდევ ერთხელ მამია გავაშელიშვილის გოლით გავიდა, საგოლე გადაცემა ამჯერად დავით სამურკასოვმა ჩაიწერა.
32 ტურის შემდეგ 41 ქულით ლოკო გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა. ჩვენი გუნდი შემდეგ მატჩს სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს სტუმრად რუსთავთან ჩაატარებს.