ლოკოსა და ვიტ ჯორჯიას მატჩი ფრედ დასრულდა

ლოკოსა და ვიტ ჯორჯიას მატჩი ფრედ დასრულდა
16/08/2024

ლოკოსა და ვიტ ჯორჯიას მატჩი ფრედ დასრულდა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნულ ლიგა 2-ში მე-20 ტურის მატჩი ვიტ ჯორჯიასთან მიხეილ მესხზე გამართა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

ჩვენმა გუნდმა მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყო და მე-12 წუთზე გიორგი გაბაძის პასით გოლი ლაშა ოზბეთელაშვილმა გაიტანა. ჩვენი გუნდი ამის შემდეგაც აქტიურობდა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ცვლილებები განახორციელეს, ხოლო ვიტ ჯორჯიამ გოლის გატანა და წონასწორობის აღდგენა 62-ე წუთზე შეძლო, თავი შაქრო დვალიშვილმა გამოიჩინა.

 

20 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში ლოკოს 23 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

 

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 23 აგვისტოს სტუმრად დინამო თბილისი 2-თან ჩაატარებს.

more news