მამია გავაშელიშვილის პირველი ჰეთთრიკი ეროვნულ ლიგაში

მამია გავაშელიშვილის პირველი ჰეთთრიკი ეროვნულ ლიგაში
04/04/2017

მამია გავაშელიშვილის პირველი ჰეთთრიკი ეროვნულ ლიგაში

მამია გავაშელიშვილი მეოთხე ფეხბურთელია, ვინც ეროვნულ ლიგაში (წარსულში უმაღლესი ლიგა), ლოკომოტივის მაისურით ჰეთთრიკი შეასრულა.

 

22 წლის ფორვარდმა, 4 აპრილს, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გაიტანა სამი გოლი და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

 

ლოკომოტივის მაისურით, პირველი ჰეთთრიკი ივანე ჯუღელმა შეასრულა. 2000 წლის 29 აპრილს, ლოკომოტივმა საკუთარ მოედანზე თსუ თბილისი 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი ჯუღელის ანგარიშზეა.

 

იმავე წლის 6 სექტემბერს, თსუ თბილისს სამი გოლი ამჯერად გიორგი შენგელიამ გაუტანა. ლოკომოტივმა აღნიშნული მატჩი 5:1 მოიგო. ორივე მატჩში, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი იყო.

 

ეროვნულ ლიგაში, ლოკომოტივის შემადგენლობაში უკანასკნელი ჰეთთრიკი მიხეილ ბობოხიძეს, 13 წლის წინ ჰქონდა შესრულებული.

 

2004 წლის 21 აგვისტოს, ზაურ სვანაძის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონი საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა. ოთხიდან სამი გოლი კი ბობოხიძემ გაიტანა.

more news