მარცხი გონიოსთან

მარცხი გონიოსთან
17/10/2025

მარცხი გონიოსთან

ეროვნული ლიგა 2-ის 28-ე ტურში გონიომ ბათუმის საფეხბურთო ცენტრში ლოკო 2:1 დაამარცხა.

 

ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა, 26-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ პენალტი გოლად აქცია. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ტატო აბუსელიძისა და კახა კახაბრიშვილის გოლებით გონიომ თამაში შემოატრიალა და მატჩი 2:1 დასრულდა.

 

28 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 35 ქულით მე-6 ადგილზეა, საუკეთესო სამეულთან სხვაობა ხუთ ქულას შეადგენს.

 

29-ე ტურში ლოკო საგურამოში ტყიბულის მეშახტეს მიიღებს. შეხვედრა 21 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

more news