მე-4 წრეს გონიოსთან მატჩით ვიწყებთ

მე-4 წრეს გონიოსთან მატჩით ვიწყებთ
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრე იწყება, 28-ე ტურში ლოკომოტივი ბათუმში გონიოს დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმის საფეხბურთო ცენტრში 17 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონის პირველ ტურში ჩვენი გუნდისა და გონიოს მატჩი საგურამოში 1:1 დასრულდა. ლაშა მენთეშაშვილმა ზუსტად შესრულებული პენალტით დაგვაწინაურა, ანგარიში კახა კახაბრიშვილმა გაათანაბრა. მე-10 ტურში გონიომ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში ლოკოს 2:1 მოუგო. ჩვენმა გუნდმა დენის ამოაკოს გოლით ანგარიში გახსნა, მასპინძლებმა თამაში იგორ დუტრასა და გია აფხაზავას გოლებით შემოატრიალეს. მე-19 ტურში ლოკომ საგურამოში გონიოსთან 1:1 ითამაშა. ჯაბა კასრელიშვილის გოლით გონიო იგებდა, თუმცა 56-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა პენალტი გოლად აქცია და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
27 ტურის შემდეგ ლოკო 35 ქულით მე-5 ადგილზეა, ამდენივე ქულაა მეოთხეადგილოსან „მეშახტეს’’ აქტივში. „გონიო’’ 25 ქულით მე-9 პოზიციაზეა.