მორიგი 3 ქულა - თბილისის ლოკომოტივმა დინამო თბილისი 2 დაამარცხა

28/04/2025
მორიგი 3 ქულა - თბილისის ლოკომოტივმა დინამო თბილისი 2 დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის პირველი წრის ბოლო ტურში თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად დინამო თბილისი 2 დაამარცხა.
ვიტალი დარასელიას სახელობის მოედანზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ლოკომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე გაიტანა, თავი ლაშა მენთეშაშვილმა გამოიჩინა, მან პენალტი გამოიყენა.
ამის შემდეგ ორივე გუნდი ანგარიშის შეცვლას ცდილობდა, თუმცა აღარაფერი შეცვლილა და ჩვენმა გუნდმა 3 ქულა ჩაიწერა.
ამ მომენტისთვის ლოკოს 11 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს 2 მაისს სტუმრად გონიოსთან ჩავატარებთ.
ეროვნული ლიგა 2 I მე-9 ტური:
გონიო 0:2 სიონი
მერანი 1:0 სამტრედია
მეშახტე 0:0 რუსთავი
სპაერი 3:0 იბერია 2
დინამო თბილისი 2 0:1 ლოკომოტივი