მწარე მარცხი სამგურალთან

მწარე მარცხი სამგურალთან
07/04/2021

მწარე მარცხი სამგურალთან

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩი, სადაც ლოკომ სამგურალს უმასპინძლა, მოულოდნელობებით და სიურპრიზებით დატვირთული აღმოჩნდა. ლოკომოტივი დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

 

მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. ოღონდ, ბურთი ლოკომოტივის კარში გავიდა. მე-9 წუთზე, სტუმრები სერგო კუხიანიძემ დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ, თბილისელები ცოტა გამოცოცხლდნენ, რასაც ბექა დარცმელიას და ირაკლი სიხარულიძის სახიფათო დარტყმები მოჰყვა. თუმცა, ლოკომოტიველების ნაცვლად, ბურთი კვლავ წყალტუბოელებმა გაიტანეს. თავი, ამჯერად, შალვა ბურჯანაძემ გამოიჩინა. ასე რომ, მე-18 წუთისთვის, ჭიაბრიშვილის გუნდი, უკვე 0:2 აგებდა.

 

მე-20 წუთზე, ანგარიშში სხვაობა გურამ კაშიამ შეამცირა. წინა მატჩის მსგავსად, იმრანის ჩაწოდების შემდეგ, ლოკოს ცენტრალურმა მცველმა თავური დარტყმით გაიტანა. ამ გოლის შემდეგ, ლოკომოტივი ცოტა გამოცოცხლდა და შეტევებს მოუხშირა. მაგრამ გოლი კვლავ მამარდაშვილის კარში გავიდა, როცა 27-ე წუთზე, პაპუნა ფონიავამ, თბილისელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდის ანგარიში სამამდე გაზარდა.

 

ტაიმი სრულდებოდა, როცა თემურ შონიას ქუსლით დარტყმული ვნახეთ და ლამაზი გოლიც გამოვიდოდა, თუმცა, ლოკოს საყრდენმა კარს მცირედით ააცილა. საბოლოოდ, მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ქუსლით გატანილი გოლი მაინც ვიხილეთ: იმრანის ჭკვიანური, რბილი გადაცემა კირკიტაძემ ერთი შეხებით კარში გადაგზავნა; ქვილითაიამ ბურთი კი მოიგერია, თუმცა, თორნიკემ თავად დაამატა და კარგი გოლიც გამოუვიდა - ზლატანის სტილში.

 

მატჩის მეორე ტაიმი, მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, შეიქმნა არაერთი მომენტი, თუმცა, ლოკომოტიველებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდებოდათ. უნდა გამოვარჩოთ იმრანის შორეული, უძლიერესი დარტყმა, რომელიც ქვილითაიამ მოიგერია და თავისი გუნდი აშკარად გადაარჩინა.

 

მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და მიმდინარე სეზონში, ლოკომოტივი მეორედ დამარცხდა. შვიდი ტურის შემდეგ, ჭიაბრიშვილის გუნდი, 11 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა.

 

 

 

ლოკომოტივი 2:3 სამგურალი (2:3)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე, ქველაძე (მჭედლიშვილი 57), შონია (C) (სამურკასოვი 65), დარცმელია, კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 65), იმრანი, კირკიტაძე, სიხარულიძე (იაკობიძე 73 )

 

გოლები: კაშია (20), კირკიტაძე (45+2)

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news