ნიკა სანდოხაძე - სეზონის ბოლომდე ლოკომოტივში
16/07/2020
ნიკა სანდოხაძე - სეზონის ბოლომდე ლოკომოტივში
გამოცდილი ცენტრალური მცველი - ნიკა სანდოხაძე სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით „ლოკომოტივში“ ითამაშებს.
26 წლის ფეხბურთელი „ლოკომოტივში“ 2013-14 და 2014-15 წლების სეზონებში თამაშობდა და გუნდის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა. 2019 წელს, ის „საბურთალოს“ შემადგენლობაში ასპარეზობდა. 2020 წლიდან კი, „დინამო“ თბილისში გადავიდა, თუმცა, ტრავმის გამო, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში არ უთამაშია.