სიხარულიძის და დიასამიძის შეუჩერებელი ტანდემი. ლოკომოტივის გამარჯვება სამტრედიასთან

სიხარულიძის და დიასამიძის შეუჩერებელი ტანდემი. ლოკომოტივის გამარჯვება სამტრედიასთან
01/11/2021

სიხარულიძის და დიასამიძის შეუჩერებელი ტანდემი. ლოკომოტივის გამარჯვება სამტრედიასთან

1 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, ლოკო საგურამოში სამტრედიას დახვდა. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. სამტრედია ცდილობს თავი დააღწიოს გასავარდნ ზონას, ლოკომოტივი კი ევრო საგზურისთვის იბრძვის.

მატჩის სტარტზე ლოკომოტივი ბურთს ფლობდა და თამაშის ტემპსაც ის კარნახობდა მოწინააღმდეგეს. მინდორზე დომინირებას 23-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გოლიც მოჰყვა, თუმცა სამტრედიელები არ დანებდნენ და ტაიმის ბოლოს პავიშიჩის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, ანგარიში გაათანაბრეს. შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ძალიან ეფექტური გამოდგა. სამტრედიამ მოულოდნელად მოახერხა და კარგად გათამაშებული კუთხურის შემდეგ წინ გავიდა, გოლი გიორგი გადრანის ანგარიშზეა. გაშვებული გოლის შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილმა ცვლილებებს მიმართა. მოედანზე გეგა დიასამიძე და გიორგი იაკობიძე გამოჩნდნენ, გამოჩნდნენ და მატჩის სურათიც რადიკალურად შეცვალეს. სწორედ მათ აქტიურობებს მოჰყვა სამტრედიის კარში გატანილი 3 გოლი. საბოლოოდ გეგა დიასამიძის და ირაკლი სიხარულიძის დუბლით ლოკომ სამტრედია 4-2 დაამარცხა.

 

ლოკომოტივი 4-2 სამტრედია  (1-1)

 

ლოკომოტივი : თევდორაძე, გაბაძე , სანდოხაძე, ვადე, უბილავა (ქველაძე), დარცმელია , იმრანი , კახაბრიშვილი (დიასამიძე), სამურკასოვი (ჭიაბრიშვილი), გავაშელიშვილი (იაკობიძე), სიხარულიძე.

 

გაფრთხილება : სამურკასოვი, თევდორაძე

 

მთ.მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

more news