თორნიკე ძებნიაურის სადებიუტო მატჩი 21 წლამდე ნაკრებში
04/06/2018
თორნიკე ძებნიაურის სადებიუტო მატჩი 21 წლამდე ნაკრებში
საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ლოკომოტივის ნახევარმცველს, თორნიკე ძებნიაურს. 3 ივნისს, ქართველი ფეხბურთელები ამანაგურ მატჩში, უელსის 21 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდნენ.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართილი მატჩი 2-2 დასრულდა. 18 წლის ძებნიაური თამაშში 81-ე წუთზე, ანდრო გიორგაძის ნაცვლად ჩაერთო.
თადარიგში იყო ლოკომოტივის მეკარე ლუკა შეროზია, რომელიც 21 წლამდე ნაკრების შეკრებაზე პირველად იმყოფება.
ქართველი და უელსელი ფეხბურთელები, 6 ივნისს, კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.