U 21 - ლოკომოტივის ოთხი წევრი გაფართოებულ შემადგენლობაში

U 21 - ლოკომოტივის ოთხი წევრი გაფართოებულ შემადგენლობაში
23/08/2017

U 21 - ლოკომოტივის ოთხი წევრი გაფართოებულ შემადგენლობაში

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. გია გეგუჩაძის გუნდი 1 სექტემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 23 აგვისტოს გაფართოებული, 30 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც თბილისის ლოკომოტივის 4 წევრი მოხვდა.

 

21 წლამდე ნაკრების მოქმედ წევრებთან, მეკარე ბექა ქურდაძესა და ნახევარმცველ ირაკლი კომახიძესთან ერთად, გეგუჩაძემ გაფართოებულ შემადგენლობაში დავით სამურკასოვი და ვატო არველაძე შეიყვანა.

 

სამურკასოვმა და არველაძემ მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა.

 

რამდენიმე დღეში, გეგუჩაძე ნაკრების საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს, შემდეგ კი 21 წლამდე გუნდი შეკრებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაივლის.

more news