ზედიზედ მეორედ - ლოკომოტივმა 5:0 მოიგო
ზედიზედ მეორედ - ლოკომოტივმა 5:0 მოიგო
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-6 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა, სტუმრად ქობულეთის შუქურა დაამარცხა.
8 აპრილს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, გიორგი დევდარიანის გუნდმა 5:0 მოიგო.
ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი ხიდეშელი, რომელმაც ქუთაისის ტორპედოსთან, საშინაო მატჩში ტრავმა მიიღო.
სხვადასხვა მიზეზით, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში გეგა დიასამიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, ლუკა კიკაბიძე, ირაკლი კომახიძე და დავით სამურკასოვი არ იყვნენ.
ანგარიში მე-12 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა და ეროვნულ ლიგაში მეხუთე გოლი გაიტანა. ლოკომოტივის მე-7 ნომერს საგოლე გადაცემა გიორგი რეხვიაშვილმა მისცა, რომელმაც რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა.
30-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძის პასით, მამია გავაშელიშვილმა მეორე გოლი გაიტანა. ლოკომოტივის მე-9 ნომერს, 52-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ შუქურას მეკარემ აჯობა.
55-ე წუთზე, ნიკა ჭანტურიას პასით, ნოდარ ქავთარაძემ შუქურას მესამე გოლი გაუტანა. ეროვნულ ლიგაში, ქავთარაძეს ორ გოლთან ერთად, სამი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
რატი არდაზიშვილის პასით, დუბლის შესრულება შეეძლო ირაკლი სიხარულიძეს, მაგრამ 26 წლის ფორვარდს ჯიოევმა აჯობა.
83-ე წუთზე, არდაზიშვილის პასით სიხარულიძემ მაინც გაიტანა. ლოკომოივის ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ეროვნული ლიგის 6 მატჩში, 6 გატანილი გოლი მოუგროვდა.
მატჩის საბოლოო ანგარიში, 87-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა დააფიქსირა. 22 წლის ფორვარდმა, არდაზიშვილის პასით გაიტანა.
გიორგი დევდარიანის გუნდი 13 ქულით, პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში, ლოკომოტივი, საკუთარ მოედანზე გორის დილას დაუპირისპირდება.
ლოკომოტივი: ქურდაძე, უბილავა (კაპ), ხიდეშელი, რეხვიაშვილი, ღონღაძე (ჩიტეიშვილი 60), ჭანტურია, არდაზიშვილი, ქავთარაძე (გაბაძე 71), კიკნაძე (არველაძე 58), გავაშელიშვილი, სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: ღონღაძე (50), არდაზიშვილი (58), რეხვიაშვილი (66)
არბიტრი: ჯ.ხორავა