ზურიკო დავითაშვილი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს
08/01/2019
ზურიკო დავითაშვილი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს
ზურიკო დავითაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 17 წლის ნახევარმცველმა ლოკომოტივი მიმდინარე წლის იანვარში დატოვა.
დავითაშვილმა ლოკომოტივში ერთი წელი ითამაშა. ამ ხნის მანძილზე მან ეროვნულ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
2018 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ზურიკო დავითაშვილი 19 წლამდე ფეხბურთლებს შორის, საუკეთესოდ დაასახელეს. იგი ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემიის, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ლოკომოტივი მადლობას უხდის მას კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს უცხოურ კარიერაში.