15 წლამდე გუნდმა გორის დილა დაამარცხა

15 წლამდე გუნდმა გორის დილა დაამარცხა
09/05/2018

15 წლამდე გუნდმა გორის დილა დაამარცხა

15 წლამდე ლიგის, მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა გორის დილა დაამარცხა. 9 მაისს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 3-0 მოიგო.

ანგარიში პირველ ნახევარში ბექა ქეცბაიამ გახსნა. მეორე გოლი გუნდის კაპიტნის, ლუკა კეკელიძის ანგარიშზეა.

მატჩის საბოლოო შედეგი, შეცვლაზე შესულმა გიორგი კეშელავამ დააფიქსირა. 10 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 22 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა.

ლოკომოტივი: მახარაძე, ოდიშვილი, ჭოხონელიძე, ფაილოძე, ქადარია (ბოგვერაძე 36), ფარსადანაშვილი (ბედოშვილი 66), კეკელიძე (კაპ), აბრამიშვილი (ერქვანია 66), ჩანქსელიანი (კეშელავა 62), შოშიტაიშვილი (გოგოლაძე 47), ქეცბაია (ბაღდავაძე 57)

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

არბიტრი: მანუჩარ კიკორია

more news