15 წლამდე ლიგა - ლოკომ გაგრა დაამარცხა
19/05/2018
15 წლამდე ლიგა - ლოკომ გაგრა დაამარცხა
15 წლამდე ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა გაგრა დაამარცხა. თბილისში გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 1-2 მოიგო.
ანგარიში მე-11 წუთზე, ლოკოს კაპიტანმა ლუკა კეკელიძემ გახსნა. 51-ე წუთზე, ბექა ქეცბაიამ გაგრას მეორე გოლი გაუტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში 63-ე წუთზე, წამალაშვილმა შოთამ დააფიქსირა.
11 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის აკადემიის გუნდი 25 ქულით მეორე ადგილზეა.
ლოკომოტივი: მახარაძე, ოდიშვილი, ჭოხონელიძე, ფაილოძე, ხვიჩია, ავალიანი, ფარსადანაშვილი, კეკელიძე (კაპ), აბრამიშვილი, შოშიტაიშვილი (ბოგვერაძე 66), ქეცბაია (ბაღდავაძე 69)
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია
არბიტრი: თემურ დადაჰავა (ოჩამჩირე)