17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა გაგრა 7:1 დაამარცხა
17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა გაგრა 7:1 დაამარცხა
25 მარტს, საქართველოს 17 წლამდე ლიგის მეორე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა გაგრა დაამარცხა. საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა 7:1 მოიგო.
სტუმრებს დუბლი რევაზ ინჯგიამ და ლუკა ჩიქოვანმა შეუსრულეს, თითო-თითო გოლი კი თორნიკე გობრონიძემ, ლუკა ხარძიანმა და ლაშა ნანობაშვილმა გაიტანეს.
გაგრას შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი, 26-ე წუთზე რევაზ ხინჩიაშვილმა გაიტანა.
ვაშაძის გუნდს, ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და 17 წლამდე ლიგას ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივის ფეხბურთელებმა, პირველ ორ ტურში 14 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი მიიღეს.
მომდევნო მატჩს, ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდი, 2 აპრილს, ვიტ-ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U17): თეზელიშვილი, ქურდაძე (ბაქრაძე 68), ცანავა (ქაჯაია 65), შალამბერიძე, მაღრაძე (აბრამიშვილი 71), გოგია (ჩიქოვანი 50), ნანობაშვილი, ჯანაშია, გობრონიძე (ნადარეიშვილი 62), ხარძიანი, ინჯგია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე
გოლები: 1:0 გობრონიძე (24), 1:1 ხინჩიაშვილი (26), 2:1 ინჯგია (39), 3:1 ხარძიანი (60), 4:1, 5:1 (ჩიქოვანი (62, 65), 6:1 ინჯგია (73), 7:1 ნანობაშვილი (77)
არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო