17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა მერანი დაამარცხა
17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა მერანი დაამარცხა
17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-7 ტურში თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა მარტვილის მერანი დაამარცხა. 6 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, პაატა გოცირიძის გუნდმა 4-1 მოიგო.
ანგარიში 25-ე წუთზე გაბრიელ ხუციშვილმა გახსნა. 31-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, გოლი თემურ ჩარქეზიამ გაიტანა.
33-ე და 43-ე წუთებეზე ლუკა ჩაკვეტაძემ სტუმრებს დუბლი შეუსრულა. მატჩის საბოლოო შედეგი 47-ე წუთზე გიორგი ომარაშვილმა დააფიქსირა.
7 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდი 18 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, პაატა გოცირიძის გუნდი 11 სექტემბერს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: ჩალიგავა, გუგუნავა (აბრამაშვილი 68), გოგატიშვილი (ჯახია 73), ბაქრაძე, ქაჯაია, გაბრიელ ხუციშვილი, გოლუბიანი (გაგუა 68), ბოგვერაძე (მენთეშაშვილი 54), ომარაშვილი, ჩაკვეტაძე, კერესელიძე (ნიკა ხუციშვილი 59)
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე
არბიტრი: ბორის გლუშჩუკი (ქუთაისი)