19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომოტივმა შევარდენი 1906 დაამარცხა
19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომოტივმა შევარდენი 1906 დაამარცხა
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა შევარდენი 1906 დაამარცხა. 3 სეტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 2-1 მოიგო.
ანგარიში მე-8 წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გახსნა და ლოკო დააწინაურა. მე-19 წუთზე, წონასწორობა გიორგი ენუქიძემ აღადგინა.
სტუმრებს 31-ე წუთზე წინ გასვლა შეეძლოთ, თუმცა ლუკა ხარძიანმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა, 83-ე წუთზე გაიტანა. 5 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 15 ქულით პირველ პოზიციაზეა.
სულიკო დავითაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: გუგუშვილი, ჯაფარიძე, სირაძე (ჯინჭარაძე 39), ანდრონიკაშვილი, ჯავახიშვილი, ოქროპირიძე, ძებნიაური, ჯანაშია (კაპ), შეყილაძე (დავითაშვილი 70), გრძელიძე (იაკობიძე 61), ინჯგია
მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი
არბიტრი: გიორგი ვარდიძე (თბილისი)