17 წლამდე ლიგა - ლოკომ ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა

17 წლამდე ლიგა - ლოკომ ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა
01/04/2018

17 წლამდე ლიგა - ლოკომ ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა

17 წლამდე ლიგის, მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ცხინვალი დაამარცხა. 1 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, პაატა გორიცირიძის გუნდმა 5:0 მოიგო.

სტუმრებს ჰეთთრიკი შეუსრულა გიორგი იაკობიძემ. ლოკოს მე-11 ნომერმა, გოლები მე-18, 35-ე და 54-ე წუთებზე გაიტანა. მანვე, 41-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.

64-ე და 67-ე წუთებზე, ცხინვალს დუბლი შეცვლაზე შესულმა გიორგი ომარაშვილმა შეუსრულა. 5 ტურის შემდეგ, ლოკო 12 ქულით მე-2 ადგილზეა.

ლოკომოტივი: ჩალიგავა, გუგუნავა (კაპ), გოგატიშვილი (ჯახია 70), ბაქრაძე, ქაჯაია, გაგუა, გოლუბიანი, ბოგვერაძე (აბრამაშვილი 62), კერესელიძე (ომარაშვილი 52), ჩაკვეტაძე (ნიკა ხუციშვილი 67), იაკობიძე (გულისაშვილი 62)

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: მანუჩარ კიკორია

more news