17 წლამდელების გამარჯვება ავაზასთან
17 წლამდელების გამარჯვება ავაზასთან
17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-17 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ავაზა დაამარცხა. 19 ნოემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისირება პაატა გოცირიძის გუნდმა 3:0 მოიგო.
პირველი ნახევარი ლოკომოტივმა თორნიკე კერესელიძის გოლით მოიგო. 74-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლუკა კანკიამ სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა. მე-80 წუთზე, სტუმართა ფორვარდმა გუნდი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
17 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 28 ქულით მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ჩვენი აკადემიის გუნდი სფფ აკადემია ზუგდიდის წინააღმდეგ, 27 ნოემბერს გამართავს.
ლოკომოტივი: კონცელიძე, ქაჯაია, შალამბერიძე, ბაქრაძე, გოლუბიანი, კილასონია, გოგია, ხუნჯგურუა (კაპ), ჩიჯავაძე (მუშკუდიანი 80), კერესელიძე (კანკია 67), ხარძიანი (ხუციშვილი 45)
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე
არბიტრი: ბორის გლუშჩუკი (ქუთაისი)