19 წლამდე გუნდი დინამო თბილისთან დამარცხდა
18/11/2017
19 წლამდე გუნდი დინამო თბილისთან დამარცხდა
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივი დინამო თბილისთან დამარცხდა. 19 ნოემბერს, თბილისში გამართული დაპირისპირება, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მე-10 წუთზე გიორგი კაკულიამ გაიტანა.
11 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 24 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ვასილ მაისურაძის გუნდი 26 ნოემბერს, ქობულეთის შუქურასთან გამართავს.
ლოკომოტივი: გურგენიძე, ანდრონიკაშვილი, ჯაფარიძე, ნიკოლეიშვილი, კიკალიშვილი, ჯანაშია, ნანობაშვილი (ცერცვაძე 46), ქიმერიძე (კაპ) (გაბუნია 77), ინჯგია (აბულაძე 72), სილაგაძე, სპანდერაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)