19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სიონს 5 უპასუხო გოლი გაუტანა

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სიონს 5 უპასუხო გოლი გაუტანა
28/05/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სიონს 5 უპასუხო გოლი გაუტანა

საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-14 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, ბოლნისის სიონი დაამარცხა. 27 მაისს, ბოლნისში გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის გუნდმა 5:0 მოიგო.

 

ანგარიში 44-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. 48-ე წუთზე, ლაშა-გიორგი ობოლაძემ მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა.

 

61-ე წუთზე, თავი შეცვლაზე შესულმა თემო გაბუნიამ გამოიჩინა. 79-ე და 89-ე წუთებზე, გოლები გოგა ლურსმანაშვილმა და გიორგი აბულაძემ გაიტანეს.

 

გიორგი მინაშვილის გუნდს, 14 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 31 მაისს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): ანდრიაძე, საგანელიძე, ძებნიაური, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, ლურსმანაშვილი, გობრონიძე (ინჯგია 60), ობოლაძე, ბუღრიძე (გაბუნია 46), ვარძელაშვილი (ნანობაშვილი 52), აბულაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: თეიმურაზ კალაძე (სამტრედია)

more news