19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა სამტრედიას 10 უპასუხო გოლი გაუტანა

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა სამტრედიას 10 უპასუხო გოლი გაუტანა
23/09/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივმა სამტრედიას 10 უპასუხო გოლი გაუტანა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სამტრედია დიდი ანგარიშით დაამარცხა.

24 სექტემბერს, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 10-0 მოიგო.

მასპინძლებს დუბლი ლოკოს სამმა ფეხბურთელმა შეუსრულა. ორ-ორი გოლი ლაშა ოზბეთელაშვილმა, შოთა შეყილაძემ და რევაზ ინჯგიამ გაიტანა.

დანარჩენი 4 გოლი ირაკლი ჯავახიშვილის და შეცვლაზე შესული ივანე ოქროპირიძის, ავთანდილ სირაძისა და გიორგი გოგობერიშვილის ანგარიშზეა.

8 ტურის შემდეგ, სულიკო დავითაშვილის გუნდი 24 ქულით პირველ პოზიციაზეა.

ლოკომოტივი: ლომიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი, შეწირული, ჯანაშია (კაპ) (ოქროპირიძე 48), გრძელიძე (სირაძე 56), შეყილაძე, ინჯგია, ოზბეთელაშვილი (გოგობერიშვილი 68)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: ალიკა მესხი (ზუგდიდი)

more news