ლოკო 2-მა ლიგა 3 მერანთან მატჩით განაახლა

22/08/2025
ლოკო 2-მა ლიგა 3 მერანთან მატჩით განაახლა
თბილისის ლოკომოტივი 2-მა ეროვნული ლიგა 3-ის გათამაშება, 21 აგვისტოს განაახლა. მე-15 ტურში თბილისის მერანს დავუპირისპირდით და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დავმარცხდით.
15 ტურის შემდეგ თბილისი ლოკომოტივი 2-ს ეროვნულ ლიგა 3-ში 15 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 27 აგვისტოს, 17:00 საათზე, ოლიმპიურ კომპლექსში, ბეთლემის წინააღმდეგ გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ბეთლემი ამჟამად 14 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.