ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
05/05/2018
ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
15 წლამდე ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სტუმრად, ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. 5 მაისს, მცხეთაში გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე, საბა ბოგვერაძემ გაიტანა.
9 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის აკადემიის გუნდს 19 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.
ლოკომოტივი: მახარაძე, ოდიშვილი, ჭოხონელიძე, ფაილოძე, ქადარია, ავალიანი, კეკელიძე (კაპ), გოგილაშვილი (ბოგვერაძე 36), ჩანქსელიანი, აბრამიშვილი, ქეცბაია (ბაღდავაძე 58)
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია
არბიტრი: შოთა ვაწაძე (ქუთაისი)