ლოკოს 17 წლამდე გუნდმა გაგრა დაამარცხა
ლოკოს 17 წლამდე გუნდმა გაგრა დაამარცხა
საქართველოს 17 წლამდე ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა გაგრა დაამარცხა. 24 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება პაატა გოცირიძის გუნდმა 3:2 მოიგო.
მე-4 წუთზე, სტუმრები არჩილ გიგაურის გოლით დაწინაურდნენ. 25-ე და 32-ე წუთებზე თორნიკე კერესელიძემ გაგრას დუბლი შეუსრულა და ლოკომოტივი წინ გაიყვანა.
მატჩის ბედი 65-ე წუთზე ლუკა ბოგვერაძემ გადაწყვიტა. გაგრამ, 71-ე წუთზე, ერთი გოლი გაქვითა, გოლი ლევან ნიკოლეიშვილის ანგარიშზეა.
მომედვნო მატჩს, ლოკოს 17 წლამდე გუნდი 4 მარტს, სტუმრად, გორის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: ჩალიგავა, ქაჯაია, ჯახია (ზუმბაძე 38), გოგატიშვილი, გოლუბიანი, გაგუა, გაბრიელ ხუციშვილი (ისმაილი 31), ბოგვერაძე (დარსაველიძე 75), ჩაკვეტაძე (ჭანია 48), ომარაშვილი (ნიკა ხუციშვილი 55), კერესელიძე
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე
არბიტრი: გიორგი ვარდიძე