ლოკოს 17 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგა გამარჯვებით დაიწყო
10/06/2018
ლოკოს 17 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგა გამარჯვებით დაიწყო
17 წლამდე, ოქროს ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 10 ივნისს, ქუთაისში გამართული დაპირისპირება, პაატა გოცირიძის გუნდმა 1-2 მოიგო.
ანგარიში მე-4 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი ვანო ჩარგეიშვილმა გამოიჩინა. ლოკომ წონასწორობა 43-ე წუთზე, ზურაბ გოლუბიანის გოლით აღადგინა.
გამარჯვების გოლი 55-ე წუთზე, გიორგი იაკობიძემ გაიტანა. მომდევნო ტურში, ლოკომოტივი ნორჩ დინამოს დაუპირისპირდება.
ლოკომოტივი: ჩალიგავა, გოგატიშვილი, ჯინჭარაძე, ბაქრაძე, ქაჯაია, გაბრიელ ხუციშვილი (აბრამიშვილი 27), გოლუბიანი, ბოგვერაძე, ომარაშვილი (ჭანია 63), ჩაკვეტაძე, იაკობიძე (ნიკა ხუციშვილი 71)
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე
არბიტრი: ზვიად ტუღუში (ბათუმი)