ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში ბახმაროსთან დამარცხდა
ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში ბახმაროსთან დამარცხდა
ეროვნულ ლიგა 3-ში 24-ე ტურის მატჩი ჩაატარა თბილისის ლოკომოტივი 2-მა. ჩვენი გუნდი ბახმაროსთან 2:3 დამარცხდა.
თბილისის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. 32-ე წუთზე ხვიჩა დიდიამ ბახმაროელები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე ნიკოლოზ ნინიძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
მეორე ნახევრის სტარტზევე ბახმარო კვლავ წინ გავიდა, 48-ე წუთზე რომან მორჩილაძემ გაიტანა. 69-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა ორბურთამდე ოთარ კვერნაძემ გაზარდა.
ლოკო 2-მა თამაშში დაბრუნება სცადა, 82-ე წუთზე გივი მუკბანიანმა ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ჩვენმა გუნდმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. ამჟამად ლოკო 2-ს 29 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 3-ში მე-11 ადგილზეა.
ჩვენი გუნდი მორიგ მატჩს 31 ოქტომბერს ტყიბულში, მეშახტეს წინააღმდეგ ჩაატარებს.