ლოკო 2-მა ეროვნული ლიგა 3-ში ხობის კოლხეთი დაამარცხა

07/06/2025
ლოკო 2-მა ეროვნული ლიგა 3-ში ხობის კოლხეთი დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივი 2-მა ეროვნული ლიგა 3-ის მე-12 ტურში სტუმრად ხობის კოლხეთი 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში დუბლის შესრულება დათო მელაშვილმა მოახერხა. მან ეს მე-13 და 83-ე წუთებზე გააკეთა.
მომდევნო ტურის მატჩს ლოკო 2 16 ივნისს ორბის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 15 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა.