ლოკომოტივი 2-მა ბორჯომს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა
ლოკომოტივი 2-მა ბორჯომს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა
საქართთველოს ეროვნული ლიგა 3-ის მე-16 ტურის შეხვედრაში თბილისი ლოკომოტივი 2 ხაშურში, გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე ბორჯომს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.
მატჩი თავიდანვე ლოკოს უპირატესობით დაიწყო, მე-3 წუთზე ჩვენი გუნდი ნიკოლოზ ნინიძემ დააწინაურა, მე-10-ზე ლაშა კალანდაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მე-13 წუთზე ლუკა კეკელიძემ თბილისელთა უპირატესობა სამბურთიანი გახადა.
მეორე ნახევარში კალანდაძემ და ნინიძემ დუბლი შეასრულეს. 50-ე წუთზე კალანდაძემ გაიტანა მატჩში თავისი მეორე გოლი, ხოლო 53-ზე - ნინიძემ.
16 ტურის შემდეგ ლოკომოტივი 2-მა ეროვნულ ლიგა 3-ში 21 ქულა დააგროვა და მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 7 სექტემბერს, დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე რუსთავთან ჩაატარებს, თამაში 16:30 საათზე დაიწყება.
ბორჯომი - ლოკომოტივი 2 I ეროვნული ლიგა 3 I მე-16 ტური
ლოკომოტივი 2: კოპალიანი, გრიგალაშვილი, პირტახია, ფრანკ ჩილეშე (59 ტაბატაძე), ნინიძე (59 ფლოიდ ჩილეშე), კეკელიძე (71 ჩოხელი), კალანდაძე (78 ონიანი), გაბისონია, ფირი (46 ბუშელაშვილი), ბუკია, მოლაშვილი.