ლოკომოტივის U19 გუნდისა და საქართველოს U17 ნაკრების შეხვედრა 2:2 დასრულდა
16/08/2023
ლოკომოტივის U19 გუნდისა და საქართველოს U17 ნაკრების შეხვედრა 2:2 დასრულდა
თბილისის ლოკომოტივის 19-წლამდელთა გუნდმა საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩი ლოკოს უპირატესობით დაიწყო, ჩვენი გუნდი, დიდწილად, აკონტროლებდა თამაშს, რაც ანგარიშშიც აისახა. გუნდი წინ შუბითიძის გოლით გავიდა, ხოლო გოჩავამ ლოკომოტივის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გააქტიურდა და მათ ჯერ ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს, ხოლო შემდეგ ანგარიშიც გაათანაბრეს - 2:2.