საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში - ლოკოს მხრიდან თავი ნინიძემ გამოიჩინა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში - ლოკოს მხრიდან თავი ნინიძემ გამოიჩინა
14/08/2023

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში - ლოკოს მხრიდან თავი ნინიძემ გამოიჩინა

ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ადგილობრივ გუნდთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიელებთან ერთი შეხვედრა მოიგეს, ერთი კი წააგეს.

 

ლოკომოტივიდან ნაკრებში სამი ფეხბურთელია გამოძახებული - მეკარე სოსო კოპალიანი, მცველი დავით ბუკია და ნახევარმცველი ნიკოლოზ ნინიძე.

 

პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 6:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში თავის გამოჩენა ნიკოლოზ ნინიძემ მოახერხა. 

 

მეორე შეხვედრაში ვასილ მაისურაძის გუნდი 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კარში ერთადერთი გოლის გატანა დიმიტარ დანევმა 65-ე წუთზე მოახერხა. ორივე ტესტ-მატჩში, ნინიძის გარდა, მონაწილეობა მიიღეს კოპალიანმა და ბუკიამ.

 

ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე 19-წლამდელები კვიპროსს, მოლდოვასა და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

 

ნოემბერი | საკვალიფიკაციო რაუნდი:

15 ნოემბერი | საქართველო – კვიპროსი

18 ნოემბერი | საქართველო – მოლდოვა

21 ნოემბერი | საქართველო – ესპანეთი

 

2024 წლის უეფა-ს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 15-28 ივლისს ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება.

 

 

more news