ოქროს ლიგა - ბათუმიდან 6 ქულით დავბრუნდით
ოქროს ლიგა - ბათუმიდან 6 ქულით დავბრუნდით
ასაკობრივი ოქროს ლიგების ბოლო ტურის შეხვედრები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა „ლოკომოტივის“ ასაკობრივი გუნდებისთვის.
ოქროს ლიგაში მოთამაშე სამივე ასაკობრივი გუნდი - 15, 17 და 19-წლამდელები გასვლითი მატჩების გასამართად ბათუმში იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, უამინდობის გამო 19-წლამდელთა მატჩი გადაიდო. 15 და 17-წლამდელებმა კი, თავისი თამაშები დამაჯერებლად მოიგეს.
თანატოლებს 4 ბურთი გაუტანეს 15-წლამდელებმა და საპასუხოდ მხოლოდ ერთი მიიღეს. დუბლი შეასრულა ლაშა კალანდაძემ. თითო ბურთი კი, გიორგი ბაბლუანმა და ლუკა ჩაგანავამ გაიტანეს.
2:0 გაიმარჯვეს 17-წლამდელებმა. მატჩში ანგარიში დიმიტრი ჯახიამ, 24-ე წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში კი, ბათუმელთა მეკარემ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და ამით, სხვაობა ორბურთიანი გახდა.
რაც შეეხება 19-წლამდელთა გადადებულ მატჩს, შეხვედრა, სავარაუდოდ, ოქტომბერში, სანაკრებო პაუზის დროს ჩატარდება.