ოქროს ლიგა - ჩვენი ასაკობრივები დამაჯერებლად ასპარეზობენ

ოქროს ლიგა - ჩვენი ასაკობრივები დამაჯერებლად ასპარეზობენ
15/09/2019

ოქროს ლიგა - ჩვენი ასაკობრივები დამაჯერებლად ასპარეზობენ

გასული კვირა წარმატებული აღმოჩნდა ოქროს ლიგაში მოასპარეზე ჩვენი გუნდებისთვის. გამარჯვება იზეიმეს 15 და 17-წლამდელთა გუნდებმა; 19-წლამდელებმა კი, პრინციპულ მეტოქესთან ფრე ითამაშეს.

 

მე-6 ტურის მატჩში, მეტოქეს 3 გოლი გაუტანა ლოკოს 15-წლამდელთა გუნდმა. „დინამო“ თბილისი 2-თან დუბლი შეასრულა ლაშა კალანდაძემ. ნიკა ჯაფარიძემ კი, მეტოქის კარში ეფექტური საჯარიმო გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდი 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 საფეხურზეა.

 

ასევე „დინამო“ თბილისი 2-თან იზეიმა გამარჯვება ლოკოს 17-წლამდელთა გუნდმაც. გიორგი სიჭინავას მიერ მატჩის დებიუტშივე გატანილი გოლით, პაატა გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. 6 ტურის შემდეგ, ჩვენი გუნდი 13 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე და პირველადგილოსან „დინამო“ თბილისს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

 

19-წლამდელთა ოქროს ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ლოკომოტივის“ 19-წლამდელებმა საკუთარ მოედანზე „დინამო“ თბილისს უმასპინძლეს. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სულიკო დავითაშვილის ფეხბურთელებს რამდენიმე 100 პროცენტიანი მომენტი ჰქონდათ და ამ მატჩის მოგებაც შეეძლოთ.

 

5 ტურის შემდეგ, ჩვენი 19-წლამდელები 13 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან. მათი უახლოესი მდევარი კი, "დინამო" თბილისია 11 ქულით.  

more news