ოქროს ლიგა - წაუგებელი მატჩების სერიები ჩვენი გუნდებისგან
ოქროს ლიგა - წაუგებელი მატჩების სერიები ჩვენი გუნდებისგან
ოქროს ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩები ჩაატარეს „ლოკომოტივის“ აკადემიის ასაკობრივმა გუნდებმა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურებში ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მართლაც რომ შესანიშნავად ასპარეზობენ.
28 სექტემბერს, საგურამოში საშინაო მატჩები გამართეს ლოკოს 15 და 17-წლამდელთა გუნდებმა და ორივე „ავაზას“ ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდა.
15-წლამდელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში - 3:2 დაამარცხეს. შეხვედრაში დუბლი შეასრულა ლაშა კალანდაძემ, რომელიც ამ ბოლო დროს ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდის რიგებში და მოედანს უგოლოდ თითქმის არ ტოვებს. მესამე გოლის ავტორი კი, ლოკოს რიგებიდან ლუკა ჩაგანავა გახდა. მომდევნო მატჩს 15-წლამდელები სტუმრად, „სალხინოსთან“ გამართავენ.
17-წლამდელებმა „ავაზას“ თანატოლთა გუნდი მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლის ავტორი გაბრიელ ხუციშვილი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი მატჩის დებიუტშივე აიღო. მომდევნო შეხვედრაში 17-წლამდელებიც „სალხინოს“ ესტუმრებიან.
29 სექტემბერს, სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა ლოკოს 19-წლამდელთა გუნდმა შინ „ტორპედოს“ უმასპინძლა და იმერელი თანატოლები გამანადგურებელი ანგარიშით - 10:1 დაამარცხა. დუბლი გამოირჩა შოთა შეყილაძე; მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა გივი მუკბანიანმა მატჩის ბოლომდე პოკერის შესრულება მოასწრო. თითო გოლი კი, ქუთაისელთა კარში გიორგი იაკობიძემ, გიორგი ქველაძემ, ლუკა ბოგვერაძემ და ლუკა ჩაკვეტაძემ გაიტანეს.