საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში - ლოკოს მხრიდან თავი ნინიძემ გამოიჩინა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში - ლოკოს მხრიდან თავი ნინიძემ გამოიჩინა
ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ადგილობრივ ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელებმა ერთი შეხვედრა მოიგეს, ერთი კი წააგეს.
ლოკომოტივიდან ნაკრებში სამი ფეხბურთელია გამოძახებული - მეკარე სოსო კოპალიანი, მცველი დავით ბუკია და ნახევარმცველი ნიკოლოზ ნინიძე.
პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 6:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში თავის გამოჩენა ნიკოლოზ ნინიძემ მოახერხა.
მეორე მატჩი ვასილ მაისურაძის გუნდი 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კარში ერთადერთი გოლის გატანა დიმიტარ დანევმა 65-ე წუთზე მოახერხა. ორივე შეხვედრაში, ნინიძის გარდა, მონაწილეობა მიიღეს კოპალიანმა და ბუკიამ.
ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე 19-წლამდელები კვიპროსს, მოლდოვასა და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
ნოემბერი | საკვალიფიკაციო რაუნდი:
15 ნოემბერი | საქართველო – კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო – მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო – ესპანეთი
2024 წლის უეფა-ს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 15-28 ივლისს ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება.