ლოკომოტივისა და დილას დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება
07/09/2017
ლოკომოტივისა და დილას დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება
9 სექტემბერს, თბილისის ლოკომოტივისა და გორის დილას დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენმა კლუბმა, საქართველოს ეროვნული ლიგის დებულებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.
16 აგვისტოს, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ტორპედოსთან მომხდარი ინციდენტის საფუძველზე, ლოკომოტივის მომდევნო საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება დაევალა.
ჩვენმა კლუბმა, სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა. ლოკომოტივი ამ დრომდე ელოდება სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას.