ლოკომოტივი - დინამო (თბ) - მედიის საყურადღებოდ

09/03/2017
ლოკომოტივი - დინამო (თბ) - მედიის საყურადღებოდ
შაბათს, 11 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში, თბილისის ლოკომოტივი დინამო თბილისს დაუპირისპირდება. გიორგი დევდარიანისა და კახა კაჭარავას გუნდების შეხვედრა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები აკრედიტაციების მიღება, პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტებს, ასევე ფოტოგრაფებს, თამაშამდე 2 საათით ადრე შეეძლებათ. აკრედიტაციები გაიცემა, როგორც სტადიონის სალაროში (ჟურნალისტის/ფოტოგრაფის ბარათის წარდგენის შემდეგ), ასევე მედიაცენტრში.
თბილისის ლოკომოტივის პრესსამსახური.