თბილისის ლოკომოტივის განცხადება სადიციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ
თბილისის ლოკომოტივის განცხადება სადიციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა, 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, ლოკომოტივი - ტორპედოს მატჩისას მომხდარი ინციდენტები განიხილა. აღნიშნული დაპირისპირება 85-ე წუთზე შეწყდა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლოკომოტივი ქუთაისის ტორპედოს მსგავსად, 20 000 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილების თანახმად, მომდევნო საშინაო მატჩს, ლოკომოტივი მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ასევე, ჩვენს კლუბს განესაზღვრა პირობითი სასჯელი - მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში, ლოკომოტივს 3 ქულა დააკლდება.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებითვე, მეოთხე წრეში გასამართი ტორპედო - ლოკომოტივი უმაყურებლოდ ჩატარდება.
მიგვაჩნია, რომ ლოკომოტივის მიმართ გამოტანილი სასჯელი და ჯარიმის ოდენობა არაადეკვატურია, ვინაიდან არ ასახავს 11 აგვისტოს, სტადიონის ტრიბუნაზე მომხდარი ინციდენტის მთავარ გარემოებებს.
ლოკომოტივი სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრებს.